რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისთვის ჯერჯერობით არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მანამდე სააგენტო „Reuters-მა“ გააავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვდებოდა.
„შეხვედრისთვის არანაირი სამზადისი ჯერჯეობით არ მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა“, - განაცხადა პესკოვმა.
"დიდი ოცეულის" სამიტი (G20) სამიტი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე წლის 28-29 ივნისს გაიმართება.