აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეო მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, თუმცა ის სამშაბათს, სოჭში, აუცილებლად შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგე ლავროვს, როგორც დაგეგმილი იყო. აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი.
სააგენტოს ცნობით, მაიკ პომპე მოსკოვში გამგზავრებამდე ბრიუსელს ეწვია, სადაც ის ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გამართავს ირანსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
მაიკ პომპეოს, ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა სოჭში, ხვალ, 14 მაისს გაიმართება, სადაც ისინი იმსჯელებენ ვენესუელის, ირანისა და სირიის საკითხებზე.
მანამდე სახელმწიფო მდივანმა გააუქმა ვიზიტები ბერლინსა და გრენლანდიაში, რათა ირანის პრობლემებისთვის მეტი ყურადღება დაეთმო.