თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა "დედა ენის" ბაღში ბუკინისტებისთვის განკუთვნილი ალტერნატიული სავაჭრო ადგილი მოინახულა, სადაც რამდენიმე ბუკინისტმა წიგნების გაყიდვა უკვე დაიწყო.
სამადაშვილის განცხადებით, წიგნის შეძენის მსურველს ~დედაენის ბაღში~ გაცილებით უკეთეს პირობებში მოემსახურებიან და ეს ადგილი წიგნის მოყვარულთათვის ნამდვილი ცენტრი გახდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ, ცენტრალურ გამზირებზე წიგნებით გარევაჭრობის აკრძალვის შემდე, ბუკინისტებს ადგილი ბაღის ერთ კუთხეში გამოუყო, სადაც ერთმანეთის გასწვრივ 64 სტელაჟია განთავსებული.
ამასთან, ალტერნატიული ფართი მიუღებელია წიგნებით მოვაჭრეთა ნაწილისთვის და ისინი წიგნებით გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვენ.