ამაზონის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსამა, ხომალდის მაკეტი წარადგინა, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატები, 2024 წელს, ადამიანებს მთვარეზე ჩაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლურჯი მთვარე {Blue Moon} ასე ჰქვია სამთვარეო მოდულს, რომელიც 2024 წელს დედამიწის თანამგზავრზე სამეცნიერო მოწყობილობებს, სატელიტებსა და როვერებს ჩაიტანს.
ხომალდი "ლურჯი მთვარე" აღჭურვილია მძლავრი BE-7 ძრავით, რომელსაც 4535 კგ თორქის {ინგ.Thrust} წარმოქმნა შეუძლია.
"ლურჯი მთვარე" საწვავთან ერთად იწონის 14969 კილოგრამს, ხოლო მთვარეზე დაშვებისას, 3175 კილოგრამით ნაკლებს.
"ლურჯი მთვარის" ამოცანა მთვარის სამხრეთ პოლუსზე ჩასვლაა, სადაც კრატერებში ყინულის ნარჩენებია აღმოჩენილი. კრატერებში ყინულიდან ამოღებული წყალს წყალბადად გარდაქმნიან, რაც შემდგომი მისიებისთვის ხომალდს საწვავით მოამარაგებს.
დროა დავბრუნდეთ მთვარეზე, თუმცა ამჯერად იქ დავრჩებით, - განაცხადა ბეზოსმა
შეგახსენებთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, ნასას მეცნიერებს, მთვარეზე დასაბრუნებელ თარიღად 2024 წელი დაუსახელა.