ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ კამპანიას იწყებს და მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი ოკუპანტია, 26 მაისის ჩათვლით სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ყოველ დღე გააზიარონ საქართველოს დროშას ჰეშთეგით #ძალაერთობაშია.
"დიდება და გამარჯვება საქართველოს! ვაჩვენოთ ამ პუტინის მონებს რომ პატრიოტები გაცილებით მეტი ვართ! ვაჩვენოთ ამ ლაჩრების მთავრობას რომ ჩვენ მეტობაში ვართ და საქართველოს ვერასდროს დაამარცხებენ და ვერასდროს გაყიდიან ბინძური მოღალატეები და რუსეთის მონები!
ამოვიღოთ ხმა! დავდგეთ ერთად! შევუტიოთ მათ ყველა სოციალური ქსელით და ხმა ამოვიღოთ! შევიკრიბოთ დამოუკიდებლობის დღეს და ვანახოთ როგორი ძლიერია სამშობლოს სიყვარული!
ყველა ყველა ქალაქის მთავარ მოედანზე! ციხე მოღალატეებს და დიდება სამშობლოს! 26 მაისის ჩათვლით ვპოსტავთ ყოველ დღე საქართველოს დროშას და #ძალაერთობაშია. ვაჩვენოთ ჩვენი ძალა! ვაჩვენოთ რა ძალა აქვს საქართველოს სიყვარულს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!", - წერს ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუკზე.