გთავაზობთ მსოფლიოს ლიდერების გამორჩეულ საპრეზიდენტო სასახლეებს.
ბრაზილია
ამ სასახლეში ცხოვრობდა ყველა პრეზიდენტი, რომელიც 1956 წლის შემდგომ მართავდა ბრაზილიას. თანამედროვე სტილში, აუზით გარშემორტყმული შენობა, ალფრედო სეშიატის შედევრია.
საფრანგეთი
1840 წლის შემდეგ, საფრანგეთის მმართველები, ელისეის მინდვრების მიმდებარედ არსებულ, ელისეის სასახლეში ცხოვრობენ. სასახლე 1722 წელს აიგო. ინტერიერი პრაქტიკულად მთლიანად ოქროთია მოვარაყებული. ამ სასახლის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა ცერემონიების დარბაზია, სადაც ყველა ფრანგი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდა.
იაპონია
საიმპერატორო სასახლე ტოკიოს ცენტრში მდებარეობს, რომელიც სქელი გალავნითა და მაღალი ხეებითაა დაცული. ამ სასახლეში იაპონიის ახალი იმპერატორი ნარუჰიტო და მისი ოჯახი ცხოვრობს.
ამერიკის შეერთებული შტატები
თეთრი სახლს ყველა კარგად იცნობს, თუმცა მისი ოვალური კაბინეტი ამ სასახლის განსაკუთრებული ნაწილია. სწორედ აქ წყდება უამრავი ადგილობრივი თუ გეოპოლიტიკური საკითხი. აღსანიშნავია, სასადილო ოთახიც, რომელიც მიშელ ობამამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო და გააფორმა.
ტაილანდი
ჩიტრალადას სასახლე ბანკოკში მდებარეობს და ის ტაილანდის მეფის, ბუიმბოლ ადულაიდეს სახცოვრებელია. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, ბუიმბოლმა დატოვა „დიდი სასახლე“( წინაპრების სასახლე) და შედარებით მოკრძალებულში დაიდო ბინა.
ვიეტნამი
1906 წელს, ინდოჩინეთის გუბერნატორმა ჰანოის საპრეზიდენტო სასახლე ააშენა. დღეს ამ სასახლეში მხოლოდ მაღალი დონის შეხვედრებს მასპინძლობენ.
დიდი ბრიტანეთი
მართალია, ის არ არის ბრიტანეთის პოლიტიკური ლიდერი, თუმცა დედოფალი ელისაბედ მეორე უკვე მრავალი ათწლეულია ინგლისის სიმბოლოდ და სიძლიერედ მიიჩნევა. დედოფალი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 1837 წლიდან ბრიტანელი მონარქების რეზიდენცია. სასახლე 775 ოთახის, 52 სამეფო საძინებლის, 188 პერსონალის საძინებელი ოთახით, 92 ოფისისა და 78 აბაზანისგან შედგება.
დიდი ბრიტანეთი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელი, სამეფო ოჯახთან შედარებით კატეგორიულად მოკრძალებულია. ეს არაფრით გამორჩეული სახლი ტერეზა მეის რეზიდენციაა.
თურქეთი
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ფაქტია შეჯიბრი უყვარს რადგან მისი სასახლე, რომელიც 615 მილიონი დოლარი დაჯდა, თეთრ სახლსა და ვერსალის სასახლეზე დიდია. ახლად აშენებულ სასახლეში 1100 ოთახია.
გერმანია
ბელვიუს სასახლე 1994 წლიდან ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტის საცხოვრებელია. შენობა 1785 წელს აშენდა.
იტალია
ქვირინალის სასახლე, რომში, იტალიის პრეზიდენტების რეზიდენციაა. ქვირინელა თეთრ სახლზე 20 ჯერ დიდია. მასში უცხოვრია 30 პაპს, 4 იტალიელ მეფესა და 12 პრეზიდენტს
ლიხტენშტეინი
ვადუცის სასახლე, ვადუცის მთაზეა აშენებული და ის ამჟამად ლიხტენშტეინის პრინცის, ჰანს-ადამ II-ის საცხოვრებელია.