სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ თავიანთ ახალშობილი ვაჟს არჩი დაარქვეს. მისი სრული სახელი კი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორია.
პრინც ჰარისა და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს ვაჟი 6 მაისს შეეძინათ. ის დედოფალ ელისაბედის მერვე შვილთაშვილი და სამეფო ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა.
პატარა არჩი ჰარისონი მოინახულეს დედოფალმა ელისაბედმა და მისმა მეუღლემ პრინცმა ფილიპემ.