პრინც ჰარისა და სასექსის ჰერცოგინია მეგან მაკლს ვაჟი შეეძინათ. ინფორმაცია სასექსის სახლმა გაავრცელა.
ახალშობილი უფლისწულის სახელი ჯერჯერობით უცნობია. ის დედოფალ ელისაბედის მერვე შვილთაშვილი და სამეფო ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა.
პრინცი ჰარის თქმით, ჰერცოგინია და უფლისწული თავს შესანიშნავად გრძნობენ.