სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ თავიანთი ახალშობილი ვაჟი საზოგადოებას წარუდგინეს.
პრინცმა და ჰერცოგინიამ უინძორის სასახლეში ჟურნალისტები მიიწვიეს. მეგანის სურვილით მიწვეულებს შორის იყვნენ ამერიკული ტელეარხის CBS-ის წარმომადგენლებიც.
უინძორის სასახლეში იმყოფებოდა მარკლის უახლოესი მეგობარი, ტელეწამყვანი გეილ კინგიც. კინგი და მისი გუნდის წევრები ერთადერთი უცხოელი ჟურნალისტები იყვნენ ფოტოსესიაზე.
ბედნიერი მშობლები ბავშთან ერთად კამერების პოზირებდნენ.
პრინც ჰარისა და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლს ვაჟი 6 მაისს შეეძინათ. ახალშობილი უფლისწულის სახელი ჯერჯერობით უცნობია. ის დედოფალ ელისაბედის მერვე შვილთაშვილი და სამეფო ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრეა.