ყაზბეგის რაიონის ჭიუხის მთებში 25 წლის ალპინისტი ზურაბ ებანოიძე დაიღუპა.
სოფელ ჯუთასთან ერთ-ერთ მწვერვალზე ასვლის დროს ალპინისტთა ოთხ კაციანი ჯგუფი ქვის ცვენაში მოჰყვა, რომლის დროსაც ზურაბ ებანოიძე ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ადგილობრივმა მაშველებმა წუხელ გვიან ღამით ყაზბეგის პროზექტურაში გადასვენეს.
დღეს კი ქართველი ალპინისტი თბილისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.