საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხონში, სახალხო დღესასწაულს დაესწრო, სადაც ის ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
„ჩემთვის ყოველი ჩამსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდუმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და ხონელებს დაჰპირდა, რომ წლის ბოლომდე ახალ პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დასრულდება და ასევე ხონში აშენდება, თანამედროვე ახალგაზრდული ცენტრი.
„გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.