აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკო პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს მოუწოდა „რუსეთმა დაუყოვნებლივ დატოვოს ვენესუელა“. თავის მხრივ, ლავრომა ვაშინგტონს მოუწოდა „უარი თქვას თავის უპასუხისმგებლო გეგმებზე ლათინური ამერიკის ქვეყანაში“.
„რუსეთმა უნდა დატოვოს ვენესუელა“, - განაცხადა მაიკ პომპეომ ტელეკომპანია ABC-ის ეთერში.
გუშინ, 5 მაისს, შედგა საუბარი პომპეოსა და ლავროვს შორის, სადაც განიხილეს დაგეგმილი შევედრა მომავალ კვირას ფინეთში, რაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ვენესუელის საკითხის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობის განეიტრალებას ისახავს მიზნად.
როგორც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, გამოიყენა რა კონსტიტუციური უფლებამოსილება, ნიკოლას მადურო არალეგიტიმური არჩევნების ჩატარებაში დაადანაშაულა და თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად იანვარში გამოაცხადა.
ხუან გუაიდოს მხარს უჭერს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო.
ჯერ კიდევ მოქმედ, არალეგიტიმურ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭრას რუსეთი, ჩინეთი, კუბა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უცხადებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთი ვენესუელის სახელისუფლებო ორგანოებსა და პოლიტიკას აკონტროლებს და სწორედ ის არ აძლევს მადურს საშუალებას, რომ ამბოხებული ოპოზიციონერების წინაშე ფარ-ხმალი დაყაროს.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს ვენსუელაში მასობრივი არეულობები დაიწყო. დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ 1 მაისს ქვეყანაში დაიწყება ოპერაცია „თავისუფლების“ ფინალური ნაწილი. მან სამხედროებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ვენესუელის არალეგიტიმური პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებისგან ჩამოშორებაში დახმარებისკენ მოუწოდა.
მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელის მოსახლეობის უმეტესობა მას მხარს უჭერს. მან ვენესუელელებს ქუჩებში გამოსვლისკენ და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ოპოზიციის მომხრეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკების შედეგად 71 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, საპროტეტსო აქციის მონაწილეებს ეროვნული არმიის ჯავშანტექნიკამ გადაურა.
დასავლური მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საპროტესტო აქციაზე ერთმანეთს ესროდნენ დაპირისპირებული მხარეების, ნიკოლას მადუროსა და ხუან გუაიდოს მომხრეები.