ნგრევის პირას მისული ავარიული სახლები, მძიმე სოციალური ფონი, უმუშევრობა, მოხსნილი სოციალური დახმარება - ამ პრობლემებზე საუბრობს ჯამბულის ქუჩის მოსახლეობა შალვა შავგულიძესთან.
ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების’’ მაჟორიტარი კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო მაჟორიტარი კანდიდატი ამბობს რომ არა მხოლოდ მთაწმინდაზე თბილისსა და მთელ საქართველოში საზოგადოებაში უკვე ერთი განწყობაა. მოსახლეობას აღარ სჯერა ხელისუფლების ტყუილი დაპირების და სწორედ მთაწმინდიდან დაიწყება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა.
"ქვეყანაში არც ეკონომიკური კეთილდღეობა, არც სამართალია და არის განწყობა იმაზე ,რომ ყველა ხედავს უკვე ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი გაცილებით მეტია ვიდრე ხელისუფლების მხარდამჭერი. რამდენჯერმე აღემატება და აი ერთმანეთს მოუწოდებს ეს ელექტორატი, რომ არჩევნებზე არ უნდა დარჩეს სახლში და თუ ეს ელექტორატი მოვა არჩევნებზე მთაწმინდის ოლქიდან .მთაწმინდიდან დაიწყება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა’’ - განაცხადა შალვა შავგულიძემ