"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" (ენმ) დღეს ბიუროს სხდომაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ისევ დააყენებს. ენმ-ში იმედოვნებენ, საჭირო 50 კანონმდებლის მხარდაჭერის მიღებას მოახერხებენ.
„სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენის შემდეგ, კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რომ მხოლოდ კომისიას შეუძლია დაადგინოს სიმართლე და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ კომისიის შექმნის გარეშე ეს საკითხი არ იქნება გამოძიებული და აუცილებლად პარლამენტმა უნდა დაიწყოს განხილვა,“-აცხადებს რომან გოცირიძე.
ენმ-ს მოთხოვნას მხარდაჭერას უცხადებენ, „ევროპული საქართველოს“ წევრები.