მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავს დაფრენისას ცეცხლი გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი. ბორტზე სულ 79 პირი იმყოფებოდა.
საინფორმაციო სააგენტო Tass-ის ცნობით, დაღუპულია 13 ადამიანი.
რუსულ მედიაზე დაყრდნობით, BBC-ი წერს, რომ თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა, თუმცა მალევე დაბრუნდა აეროპორტში და დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.