მე კარგად მესმის, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ჩვენ გვაქვს ხარვეზები, მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია და ვიცით, როგორ გამოვასწოროთ დარჩენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „შაბათის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობამ პრობლემებისა და ხარვეზების არსებობა დაინახა და აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გამოსწორდეს ისინი. მთავრობის მეთაურის თქმით, უდიდესი მნიშვნელობა სამთავრობო პროგრამის შესრულების სიჩქარეს, ტემპს და ეფექტურობას ენიჭება.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ციფრების გათვალისწინებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, სახეზეა მნიშვნელოვანი ხარისხობრივი გაუმჯობესება, თუნდაც შარშანდელ წელთან შედარებით.