აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში მიიწვია. აღნიშნული ინფორმაცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გამოცემა Politico-სთან საუბრისას დაადასტურა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს 13 მაისს შეხვდებიან.
მოგვიანებით, ვიქტორ ორბანის პრესსპიკერმა დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგი გამოაქვეყნა. როგორც გაირკვა ტრამპი და ორბანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, რეგიონის უსაფრთხოებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.
"ამერიკელებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, უნგრეთი ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული", - განაცხადა ორბანის პრესსპიკერმა.