თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპმს სურვილი აქვს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი თურქეთს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.