ტაილანდის მეფემ, მაჰა ვაჯირალონგკონრმა, პირადი დაცვის სამსახურის უფროსზე იქორწინა და დედოფლის სტატუსი მიანიჭა. დედოფლის კორონაციის ცერემონიაში, თავად მონარქი ასრულებდა სარიტუალო აქტს.
ტაილანდის მეფეს, 3 ყოფილი მეუღლე და 7 შვილი ჰყავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 66 წლის მონარქსა და მისი პირადი დაცვის სამსახურის უფროსს შორის, სასიყვარულო რომანი უკვე მრავალი წელია გრძელდება. მეფის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პირადი დაცვის უფროსს, სუტიდა ტიდჯაის, დედოფალ სუტიდას ტიტული და სამეფო ოჯახის წევრობის სტატუსი თავად მონარქმა მიანიჭა.
2014 წელს სუტიდა ტიდჯაი ტაილანდის ავიახაზებში, მონარქის პირადი დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა. მოგვიანებით, 2016 წელს მონარქის დახმარებით, სუტიდა ტიდჯაიმ გენერლის წოდება მიიღო.
მაჰა ვაჯირალონგკორნი, ტაილანდის კონსტიტუციური მონარქი 2016 წლიდან, მამის, ბჰუმიბოლ ადულიადეჯის გარდაცალების შემდეგ გახდა. წინა მონარქის მმართველობა 70 წელს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ისტორიაში, ბჰუმიბოლ ადულიადეჯის მმართველობა ყველაზე ხანგრძლივია.

