ველური ბუნების დამცველი ორგანიზაციები მიესალმნენ ახალ კანონმდებლობას შოტლანდიაში, რომლითაც თახვებმა დაცული სახეობის სტატუსი მიიღეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალი კანონმდებლობის თანახმად აიკრძალება თახვების მოკვლა და თახვების საცხოვრებელი კაშხლების განადგურება სპეციალური ნებართვის გარეშე.
შოტლანდიის ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ახალი რეგულაციის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია და ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თახვების კიდევ უფრო მეტად გამრავლებას.
ამჟამად, შოტლანდიის ტერიტორიაზე აღრიცხულია 450 თახვი.