ბანკნოტების საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, „წლის ბანკნოტი - 2018“-ის გამარჯვებული გახდა კანადური 10-დოლარიანი კუპიურა, რომელზეც გამოსახულია აფროამერიკელი მეწარმე ვაიოლა დესმონდი.
ვაიოლა დესმონდმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კანადაში რასობრივ სეგრეგაციასთან ბრძოლაში.
მეორე ადგილი წილად ხვდა შვეიცარიულ 200-ფრანკიან კუპიურას. მესამე - ნორვეგიულ 500 კრონს, ხოლო მეოთხე სოლომონის კუნძულების 40-დოლარიან კუპიურას.
კანადური 10 დოლარი
შვეიცარიული 200 ფრანკი
ნორვეგიული 500 კრონი
სოლომონის კუნძულების 40 დოლარი