11 ნოემბერს ანსამბლ "მზიურის" პირველი თაობის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ დავით ოქიტაშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"11 ნოემბერს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება ანსამბლ "მზიურის" ვარსკვლავი. აღნიშნულთან დაკავშირებით დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლის ყველა წევრი მიიღებს", - განაცხადა ოქიტაშვილმა.
მისი თქმთ, აღნიშნულთან დაკავშირებით, 6 ნოემბერს საქართველოში მოსკოვში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერწითელი ჩამოვა.