უახლოეს მომავალში მუსიკოს დავით ევგენიძის ლექსების კრებული გამოვა. ამის შესახებ ევგენიძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ლექსების კრებულის გამოცემას აქამდეც ვგეგმავდი, მაგრამ მას შემდეგ კიდევ ბევრი ლექსი დავწერე და ამორჩევა მიჭირს, რომელი შევიტანო კრებულში", - აღნიშნა ევგენიძემ.
მისი თქმით, ლექსების კრებულის სახელწოდება უკვე მოფიქრებული აქვს. კრებულს "პოსთმოდერნი" ერქმევა.