1-ელ მაისს, საქართველოს მთავრობა და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიკრიბება 2016-2020 წწ. სტრატეგიის ,,პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის” განხორციელებისას 2018 წელს მიღწეული შედეგებისა და 2019 წლის პრიორიტეტების განსახილველად. ეს სტრატეგიული დოკუმენტი ასახავს გაეროს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, რაც თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებსა და მდგრადი განვითარების მიზნებთან.
შეხვედრას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. 2018 წლის შედეგებსა და მომავალ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.