საფრანგეთის ყოფილ პრემიერ მინისტრსა და მის მეუღლეს ნეპოტიზსა და ბიუჯეტის გაფლანგვაში სდებენ ბრალს. საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ერთ-ერთ პრეტენდენტს, ფრანსუა ფიიონს, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მე-3 ადგილი დაიკავა, ცოლისთვის ხელოვნურად შექმნილ სამუშაო შტატსა და ბიუჯეტის გაფლანგვაში ედავებიან.
ბრიტანული ტელეგრაფის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის მეუღლემ, პენელოპა ფიიონიმ საპარლამენტო ასისტენტის ხელფასის სახით, 1986-2013 წლებში 680,000 ევრო მიიღო. ირკვევა, რომ მას ეროვნულ ასამბლეაში პრაქტიკულად არაფერი უკეთებია. მისი მილიარდერი მეგობრის, La Revue des Deux Mondes-ს გამოცემაში, პენელოპა ფიიონი ყოველთვიურ ხელფასსაც იღებდა, რომლისთვისაც მას არაფერი დაუწერია. პენელოპა ფიიონიმ აღიარა, რომ მისი მილიარდელი მეგობრისგან 50, 000 ევროც ისესხა, სადაც სარგებელის პროცენტი არ ყოფილა გათვალისწინებული და შემოსავალი არც მის ქონებივ დეკლარაციაში ასახულა.
ფიიონების ოჯახის ადვოკატის განმარტებით, ინფორმაციამ პროკურატურიდან მედიაში ისე გაჟონა, რომ ბრალდებულებმა ბრალდების შესახებ პრესის საშუალებით გაიგეს. პენელოპა ფიიონიმ უამრავ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის არასდროს ჩარეულა თავისი მეუღლის პოლიტიკურ კარიერაში.
საფრანგეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ფრანსუა და პენელოპა ფიიონებს საკუთარი სიმართლის დაცვა სასამართლოში მოუწევთ.
ფრანსუა ფიიონიმ მეუღლე 27 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც ის სორბონში სწავლობდა. 27 წლის ასაკში, ფრანსუა ფიიონი, საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პარლამენტარი იყო.