სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში, წყალდიდობასა და მეწყერს 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის ინფორმაციით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვის ზრდა. დაღუპულთა შორის, ექვსი თვის ჩვილი და პატარა ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქვეყნის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას განცხადებით, 1000 ადამიანზე მეტი უსახლკაროდაა დარჩენილი.
უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა, რამაც წყალდიდობა და მეწყერები გამოიწვია. მეტეოტოლოგები, ქვეყნის სანაპირო ზოლზე, ამინდის კიდევ მეტად გაუარესებას პროგნოზირებენ.