გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის და იგი ბერლინში მიიწვია. მერკელმა, სატელეფონო საუბრისას, კიდევ ერთხელ დაუდასტურა ზელენსკის გერმანიის უკრაინისადმი მხარდაჭერა. იუწყება Deutsche Welle.
“სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩატარებული დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების შედეგად ზელენსკის ხალხისგან ძლიერი მანდატი აქვს მიღებული”, - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრეესპიკერის მოადგილემ.
თავის მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ანგელა მერკელს უკრაინის მხარდაჭერისთვის და სურვილი გამოხატა, „ნორმანდიის ფორმატმა“ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს.
„გერმანია მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - დასძინა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ.
ვლადიმი ზელენსკიმ უკრაინაში, 21 აპრილს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
შეგახსენებთ, რომ გერმანია, საფრანგეთი და უკრაინა „ნორმანდიული ფორმატის“ წევრები არიან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით არის შექმნილი.
„ნორმანდიული ფორმატის“ მეოთხე წევრი ქვეყანა რუსეთია, რომელიც ბოლო ორი წელი არ იღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.