უკრაინის მე-6 პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გახდა. ეროვნული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2019 წლის 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკი ხმათა უმრავლესობით უკრაინის პრეზიდენტი გახდა.
ვლადიმირ ზელენსკი 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა. უკრაინელი შოუმენი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მოგვიანებით პოლიტიკური მოღვაწე გახდა. იყო სტუდია „კვარტალ-95“-ის სამხატვრო ხელმძღვანელი და შეუცვლელი ლიდერი. 2010–2012 წლებში იყო ტელეარხ „ინტერის“ მმართველობის წევრი და მთავარი პროდიუსერი.
უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს.
უკრაინის პრეზიდენტები
ლეონიდ კრავჩუკი - 1991-1994
ლეონიდ კუჩმა - 1994-2005
ვიქტორ იუშენკო - 2005-2010
ვიქტორ იანუკოვიჩი - 2010-2014
პეტრო პოროშენკო 2014-2019