ცოტა ხნის წინ, უკრაინაში გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 73,2 %-ით გაიმარჯვა ვლადიმირ ზელესნკიმ. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხმების 25,3 %-ის მოპოვება შეძლო.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 8:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა.
უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. პრეზიდენტის ინაუგურაცია 31 მაისს უნდა გაიმართოს. ეგზიტპოლების შედეგად, გამოიკითხა 300 საარჩევნო უბანი, 13000 ამომრჩეველი, ცდომილება კი 2%-ია.