საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდის მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია.
კერსტი კალიულაიდი ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას საქართველო მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს.