მყინვაწვერზე დაშავებული პოლონელი მთამსვლელი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. იგი ყაზბეგიდან თბილისში თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენით გადმოიყვანეს.
როგორც ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მათივე თქმით, მაღალი წნევის გამო დაშავებულს ფილტვების შეშუპება დაეწყო, რომელსაც ექიმებმა ჯერ კიდევ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.
პოლონელი ტურისტის მეგობრების განცხადებით, კი დაშავებულის ჯამნრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუარესდა, კერძოდ კი მას დაეწყო სუნთქვის უკმარისობა და ძლიერი თავის ტკივილი.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს პოლონელი ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, უცხოელ მთამსვლელებს, რომლებიც მყინვარწვერზე ექსპედიციაში იმყოფებოდნენ, პრობლემები თოვლის საფარის დნობის გამო შეექმნათ.