საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ წიგნებით გარევაჭრობის საკითხი მოგვარებულია და მათთვის ოპოზიციის პროეტსტი ამ საკითხთან დაკავშირებთ გაუგებარია. ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დღეს სესიაზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც საკითხი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ დააყენა.
მან ის ფაქტი გააპროტესტა, რომ წიგნებით გარე ვაჭრობა იკრძალება და ამას იგი ინტელექტის წინააღმდეგ კამპანიად აფასებს.
მისი თქმით, "მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წინგების გარევაჭრობა დაშვებულია, რაც ამ ქვეყნების ინტელექტზეც მიუთითებს და არ მესმის როგორ შეიძლება უნივერსიტეტის წინ წიგნების გაყიდვის აკრძალვა", - განაცხადა ბაღათურიამ.
მის ამ განცხადებას კი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მხიეილ მაჭავარიანი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურნენ.
როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, წიგნებით გარევაჭრობის საკითხი უკვე მოგვარებულია და მერიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად წიგნებით ვაჭრობა მოეწყობა დედაენის ძეგლთან ბაღში.