პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა ბრძანებას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსდა.
"საქართველოს კონსტიტუციის 55-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს გიორგი ქობულია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან", - წერია ბრძანებაში.