უცხოელ მთამსვლელებს, რომლებიც მყინვარწვერზე ექსპედიციაში იმყოფებოდნენ, პრობლემები შეექმნათ. წინასწარი ინფორმაციით, თოვლის საფარმა დნობა დაიწყო და ერთ-ერთი მხრიდან თოვლის დიდი მასა მოწყდა.
თავდაცვის სამინისტრომ მყინვარწვერზე ვერტმფრენი გააგზავნა. უცხოელი მთამსვლელების დასახმარებლად ექიმები და მაშველები გაემგზავრნენ. მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის სამსახურიც.