პიტ ბუტეჯეჯმა ოფიციალურად გამოაცხადა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.
ინდიანას შტატის ქალაქ საუთ ბენდის მერი, პიტ ბუტეჯეჯი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დემოკრატიული პარტიის სახელით გეგმავს.
ბუტეჯეჯი საუთ ბენდის მერის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.
გამარჯვების შემთხვევაში, პიტ ბუტეჯეჯი აშშ-ის პირველი ღიად გეი პრეზიდენტი გახდება.
37 წლის ბუტეჯეჯი ყველაზე ახალგაზრდა პრზიდენტობის კანდიდატია დემოკრატიული პარტიიდან. ცნობილია, რომ აშშ-ის პრეზიდენტობისთვის დემოკრატებიდან ასევე იბრძოლებენ 77 წლის სენატორი ვერმონტის შტატიდან ბერნი სანდერსი და 69 წლის სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან ელიზაბეტ ვორენი.
პიტ ბუტეჯეჯი ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში სწავლობდა. 2007 წელს დაასრულა სასწავლებელი საუკეთესო შედეგებით ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებებში. ის ასევე მსახურობდა ავღანეთში.
2015 წელს მან ღიად განაცხადა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და გასულ წელს დაქორწინდა სკოლის მასწავლებელზე.