სეპარატისტილი სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჩოჩიევი ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატის გაუქმებას ითხოვს.
ამ წინადადებას ის დღეს, ჟენევის მოლაპარაკებათა მერვე რაუნდზე დააყენებს.
მისივე განმარტებით, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში გამართულ ოთხმხრივ შეხვედრებს არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.
ჩოჩიევის აღნიშნული ინიციატივა უკვე გააპროტესტა ქართულმა მხარემ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ბარამიას განცხადებით, აღნიშნული ფორმატში ოთხმხრივი შეხვედრების გამართვა აუცილებელია თუმდაც ბოლო ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც სოფელ ტირძნისიდან არასრულწლოვნების გატაცებას შეეხება.
"სწორედ ამ ოთხმხრივი შეხვედრების დროს არის შესაძლებელი მსგავსი საკითხების განხილვა და გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატის გაუქმება დაუშვებელია", - განაცხადა არამიამ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება. შეხვედრა დაახლოებით 3 საათში დაიწყება.