დღეს, 17 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრი "შნაიდერ ელექტრიკ-თელასი" გაიხსნება.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ელექტროენერგეტიკის დარგში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების მოსამზადებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სს "თელასისა" და ფრანგული ფირმა შცჰნეიდერ Eლეცტრიც-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით და სს "თელასის" დაფინანსებით ჩამოყალიბდა სასწავლო ცენტრი, რომლის ანალოგი თავისი დანიშნულებით, აღჭურვილობითა და კომპლექსურობით ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში არ არის.
ფირმა შცჰნეიდერ Eლეცტრიც-ი მსოფლიოში ელექტროტექნიკური პროფილის ერთ-ერთ უძველეს გიგანტს წარმოადგენს, რომელიც სამრეწველო პროდუქციის გამოშვებას 1836 წლიდან აწარმოებს და მის მიერ წარმოებული აპარატურა უახლესი ტექნოლოგიებით არის დამზადებული.
ცენტრის მიზანია ენერგეტიკული პროფილის სპეციალისტების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. ცენტრი საშუალებას მოგვცემს, გამოვიკვლიოთ ელექტრომომარაგების მაღალი და დაბალი ძაბვის ქსელებში არსებული პრობლემები და დავსახოთ მათი გადაწყვეტის გზები.
"ცენტრის მნიშვნელობის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ მის ბაზაზე შესაძლებელია 150-ზე მეტი ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარება ელექტროსისტემის ნებისმიერი სახის რეჟიმისთვის", _ განაცხადა არაბიძემ.
დღეისათვის სასწავლო ცენტრში ტრენინგის გავლის სურვილი გამოთქვა ენერგეტიკის სფეროში დასაქმებულმა მრავალმა სპეციალისტმა, როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საფრანგეთის ელჩი საქრთველოში ერიკ ფურნიე. სს "თელასისა" და სტუ-ის წარმომადგენლები.