დღეს, 17 სექტემბერს, 11:00 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ოფიციალურად გამოაცხადებს ფოტოკონკურსის შესახებ. იგი დეტალურად ისაუბრებს როგორც აღნიშნული კონკურსის პირობებზე, ასევე მის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
კონკურსი ცხადდება 6 თემაზე: ქართული ცხოვრების წესი, ქართული სახლი, ქართული ღვინო, მთიანი საქართველო, ზღვა, საქართველო.
თითოეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს თითო ნომინაციაში არაუმეტეს 5 ფოტოსი, კომპეტენტური კომისიის მიერ შეირჩევა საუკეთესო 15 ფოტო თითოეულ ნომინაციაში, ჯამში 90 ფოტო, რომელიც ანონიმურად დაიდება დეპარტამენტის ვებგვერდზე და რეიტინგის მიხედვით შეირჩევა საუკეთესო 3 ფოტო ნომინაციისათვის "ინტერნეტრჩეული". შემდეგ ეტაპზე ჟიური დარჩენილი 93 ფოტოდან გამოავლენს საუკეთესო 21 ფოტოსურათს.
თვის ბოლოს დეპარტამენტი უზრუნველყოფს გამარჯვებული ფოტოების გამოფენას "ცისფერ გალერეაში" და შეიძენს ამ ფოტოებს.