21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე გაიმართება ტრენინგი პროექტების მართვაში.
პროექტის მართვა წარმოადგენს კომპლექსურ ღონისძიებათა ინტეგრირებულ სისტემას, რომელიც მოიცავს გარემოსა და რისკის ფაქტორების ანალიზს, დაგეგმვას, დასახულ მოქმედებათა განრიგის ჩამოყალიბებას, ხარისხის უზრუნველყოფას, მონიტორინგსა და სხვა პროცედურებს. იგი გულისხმობს პიროვნული, ფინანსური, მატერიალური და საინფორმაციო რესურსების ოპტიმიზაციას შეზღუდვის (დრო, მასშტაბი, ფასი) ფაქტორების გათვალისწინებით, რათა დასახული მიზნები წარმატებით იქნას მიღწეული.
სოციალური კვლევისა და პოლიტიკური ანალიზის საერთაშორისო ცენტრის პროგრამები დაფუძნებულია აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო რესურსებსა და მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიებზე, რაც საშუალებას იძლევა ინოვაციებზე ორიენტირებული კონსულტაციებისა და ტრენინგკურსების მეშვეობით დავეხმაროთ ორგანიზაციებს პროექტების ეფექტურად განხორციელებაში.
ცენტრი აცხადებს სამკვირიან ტრენინგის კურსს პროექტების მართვაში, რომელიც დაფუძნებულია უახლეს მეთოდოლოგიაზე.
სრული პაკეტი წარმოადგენს ინტეგრირებულ სისტემას, რომლის თითოეული კომპონენტი შეისწავლება სიღრმისეულად როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული მუშაობის რეჟიმში. კურსის მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ლიტერატურით. მეცადინეობებზე გამოყენებული იქნება ლიცენზირებული უახლესი სახელმძღვანელოები, სიმულაციები, ქეისები, მულტიმედიის თანამედროვე ვიზუალური საშუალებები და ინტერაქცია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასალის სწრაფად და ხარისხიანად ათვისებაში. კურსის დასრულების ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.