ფრანგი ბიზნესმენი კომპანია LVMH-ის ჯგუფის პრეზიდენტი ბერნარ არნო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 200 მლნ ევროს გამოყოფს. იტყობინება BFM TV.
„კომპანია LVMH ჯგუფი და არნოს ოჯახი 200 მლნ ევროს გაიღებს, რათა ნოტრ-დამის აღდგენაში წვლილი შეიტანოს“, - იუწყება ტელეკომპანია.
ნოტრ-დამში ხანძარი ორშაბათს საღამოს გაჩნდა, ჩამოინგრა სამრეკლო, თითქმის მთლიანად დაიწვა სახურავი. თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა . ასევე საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტაძარი აღდგება.
ტაძრის აღდგენისთვის 100 მლნ ევროს ასევე გამოყოფს ფრანგი ბიზნესმენის ფრანსუა ანრი პინოს ოჯახი.
LVMH აწარმოებს პროდუქციას სავაჭრო მარკებით Louis Vuitton-ი, Givenchy, Guerlain-ი, Chaumet-ი, Hennessy და სხვა.