პლანეტის უძლიერეს სპორტსმენს - ლაშა ტალახაძეს „რომპეტროლის“ გუნდი გამარჯვებას ულოცავს. ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ქართველმა ძალოსანმა, სამივე დისციპლინაში, ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ორ-ორი მისვლით მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცში ტალახაძემ 218 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 260 და ორჭიდში 478.
ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა გუნდის კაპიტანმა ირაკლი თურმანიძემ. მან 2 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსნებმა ჩემპიონატზე ჯამში 15 მედალი -5 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს.
„რომპეტროლი“ ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთხელ ულოცავს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულს. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია და მისი წარმატება მთელმა მსოფლიომ აღიარა. გამარჯვებას ვულოცავთ ასევე ირაკლი თურმანიძეს და სხვა ძალოსნებს. ჩვენ ვაფასებთ მათ შრომასა და თავდადებას. მადლობას ვუხდით საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას, გვეამაყება რომ ასეთი წარმატებული სპორტის მხარდამჭერები ვართ.“ - განაცხადა რომპეტროლ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზამანბეკ მირზაიანოვმა.
„რომპეტროლ საქართველო“, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დიდ ყურადღებას უთმობს სპორტის მხარდაჭერას, რაც სხვადასხვა აქტივობებში გამოიხატება. კომპანია მე-5 წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური სპონსორია.
ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, 7-13 აპრილს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 44 ქვეყნის 400-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.