პარლამენტის თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე კონსულტაციები დაწყებულია. კობახიძის განცხადებით, მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებამდე განხილვა პოლიტსაბჭოს ფორმატში ხდება.
„როგორც აღმასრულებელი მდივანი, ვადასტურებ, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები რაიმე სამთავრობო ცვლილებებზე არ ყოფილა. თუ დაიწყება ასეთი მსჯელობა ბუნებრივია, საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება. არასწორია კონკრეტული კომენტარის გაკეთება ვიდრე არ დაიწყება სერიოზული კონსულტაციები. ასეთი სერიოზული აქტიური კონსულტაციებია არ დაწყებულა. მინისტრების ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, თუმცა განიხილება ეს საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატში,“-განაცხადა კობახიძემ.