ძალიან გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი, -– ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილს გამართული შეკრების შეფასება სთხოვეს.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, 3 პროცენტამდე ასვლა არის ძალიან რთული.
„ზოგად სურათს თუ ნახავდით, ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, 3 პროცენტამდე ასვლა არის ძალიან რთული. ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით. ამის ნაკლებობა იქ არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.