დღეს ოპოზიციაში არაჯანსაღი ვითარებაა, თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილს გამართული შეკრების შეფასება სთხოვეს.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდნენ, გაჩნდეს ახალი პარტიები.
„დღეს ოპოზიციაში არაჯანსაღი ვითარებაა, თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ამ ძალას. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა ასეთი სახეებით ძალიან გაუჭირდება ამ პოლიტიკურ პარტიას 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.