საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერესებს ატარებს და კომიტეტის სხდომაზე შინაარსობრივი საუბარი შეუძლებელია.
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მანამ არ უნდა განეხილა, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ მიიღებდნენ.
მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დისკუსიებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.