ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნახატი eBay-ზე იყიდება. ნამუშევრის ღირებულებაა 120 000 აშშ დოლარი.
ნახატი ზეთითაა შესრულებული და 1945 წლით დათარიღებული. როგორც მფლობელს აქვს მითითებული ნახატი „საქართველოს ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალი“ იდეალურ მდგომარეობაშია.
ლადო გუდიაშვილი მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი იყო.