გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელის იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლების საკითხებში, ვოლტერ კელინი თბილისში კომპაქტური ჩასახლებებიდან დევნილთა გამოსახლების ფორმით შეშფოთებულია.
"დევნილებისთვის პირობების გაუმჯობესებით პროგრესი შეიმჩნევა და ეს უნდა დარჩეს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტად. თუმცა, თბილისის კომპაქტური დასახლებებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გამოსახლების ფორმით შეშფოთებული ვარ. ჩვენ გვესმის, რომ შენობა, რომელშიც დევნილები იყვნენ ჩასახლებულები კერძო საკუთრებაშია, მაგრამ არ შეიძლება ასეთი ფორმით მათი გამოყვანა", - აღნიშნა კელინმა გაეროს სახლში გართულ პრესკონფერენციაზე.
მან ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მომავალში აღნიშნულ საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდნენ და საერთაშორისო სტანდარტების პროცედურები შემოიღონ.
"იძულებით გადაადგილებული პირები ღირსეულ მოპყრობას იმსახურებენ, რაც ნიშნავს მათი განსახლების ადგილის დახურვისა და ალტერნატიული განსახლების უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას. გამოსახლება არ უნდა ნიშნავდეს, რომ ადამიანმა საარსებო საშუალება დაკარგოს", - აღნიშნა კელინმა და აქვე დასძინა, რომ აუცილებელია, დევნილებისთვის განათლება და ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს.