ევროპაში ყველაზე დატვირთული ლონდონი-ნიუ იორკის ავიამიმართულებაა. ბოლო წლის განმავლობაში აღნიშნული მარშრუტი 3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, აღნიშნულია Sabre Market Intelligence-ს კვლევაში. ამ ორ დანიშნულების პუნქტს შორის მანძილი 5.5 ათას კმ-ს შეადგენს.
გასული წლის მონაცემების მიხედვით, მგზავრების უმეტესობამ ამ გზის დაფარვა ავიაკომპანია British Airways-ის მეშვეობით (40.7%) გადაწყვიტა, მგზავრების 28.5%-მა Virgin Atlantic-ით, ხოლო 20.6%-მა ავიაკომპანია American Airlines-ის ბორტებით.
ექსპერტების შეფასებით კი 2017 წელს ყველაზე დატვირთული ლონდონი-დუბაის ავიამიმართულება იყო. თუმცა 2018 წელს ამ მიმართულებაზე მგზავრთნაკადი ოდნავ შემცირდა.
მაშ ასე, 2018 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე დატვირთული მიმართულებების TOP-10 ასე გამოიყურება:
1. ლონდონი - ნიუ იორკი (2.9 მლნ მგზავრი)
2. ლონდონი - დუბაი (2.6 მლნ მგზავრი)
3. ლონდონი - დუბლინი (1.8 მლნ მგზავრი)
4. სტამბოლი - თეირანი (1.7 მლნ მგზავრი) н)
5. ლონდონი - ამსტერდამი (1.7 მლნ მგზავრი)
6. ლონდონი - ლოს-ანჯელესი (1.6 მლნ მგზავრი)
7. ლონდონი - სინგაპური (1.5 მლნ მგზავრი)
8. ლონდონი - ჰონგკონგი (1.5 მლნ მგზავრი)
9. პარიზი - ნიუ იორკი (1.5 მლნ მგზავრი)
10. ლონდონი - ფრანკფურტი (1.5 მლნ მგზავრი)