საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანაკლიის პროექტს და მისთვის პრიორიტეტია, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია.
„პირადად მე ძალიან დიდი დრო მაქვს დახარჯული მოლაპარაკებებში, რომ ეს პროექტი შემდგარიყო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ პროექტს. ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ის, რომ კერძო სექტორმა შეძლოს ამ პროექტის რეალიზაცია. ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ეს ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.