ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია და მოვაჭრეებს და მყიდველებს გაესაუბრა.
მათი თქმით, დღითიდღე იზრდება გაჭირვება. მოქალაქეები თანხას უკვე საკვებზე ზოგავენ. არ არის სამუშაო ადგილები. სანდრა რულოვსის განცხადებით მერად არჩევის შემდეგ ის აპირებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას. მერიაში კორუფციის აღმოფხვრის შედეგად დაიზოგება მილიონობით ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის.